logo
ENG



მამა ზაზა თევზაძე: ეკლესია შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა

26 მარ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

სასულიერო პირი, მამა ზაზა თევზაძე აცხადებს, რომ პანდემიის დროს ეკლესია შეიძლება, ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი კერა გახდეს. მისი განცხადებით, მსოფლიო უზარმაზარი პრობლემის წინაშე დგას, ჩვენ კი დაფიქრება და სერიოზულობა არ გვაწყენდა.

მამა ზაზა თევზაძე საზოგადოებას ყოველგვარი კონტაქტებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც მსოფლიო უზარმაზარი პრობლემის წინაშე დგას, მოუფრთხილებლობასთან გვაქვს საქმე და ამიტომ მე ვშიშობ, რომ ეკლესია შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. ყოველდღიური და ყოველკვირეული ზიარება არასდროს არ ყოფილა, ეს არ არის აუცილებლობა, მეტი სერიოზულობა უნდა გამოვიჩინოთ. ვურჩევ თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტაქტებისგან და გაუფრთხილდნენ თავიანთ სიცოცხლეს“, - განაცხადა მამა ზაზა თევზაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ მიმართვა გაავრცელა, სადაც წერია, რომ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა ღვთის წინაშე გაუმართლებელი დანაშაულია.


close დახურვა